კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

კომუნიკაციების კომისიამ სკოლა პოლიგლოტი სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა

სკოლა პოლიგლოტი შეუერთდა კომუნიკაციების კომისიის ინიციატივას, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით,  მედიაწიგნიერების დღის სკოლებში აღნიშვნას.

ამ დღის ფარგლებში ჩვენთან სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით საჯარო ლექცია თემაზე: ,,მედიაწიგნიერება და კულეშოვის მეთოდი” ჩაატარა მწერალმა, მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ.

ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. 

წარმატებული მონაწილეობისათვის კომუნიკაციების კომისიამ სკოლა პოლიგლოტი სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.