სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბის წევრებმა ხელმძღვანელ თინათინ დორეულთან ერთად ჩაატარეს კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: მეფის ოჯახსა და გამეფების ისტორიაზე, მის ძლევამოსილ ლაშქრობებზე, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასა და ქალაქების დაარსებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვახტანგ გორგასლის ინიციატივით აგებულ ბოლნისის სიონის ტაძარზე შემორჩენილ უძველეს ქართულ წარწერაზე. ბოლოს კი დაიგეგმა ექსკურსია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ისტორიის მკვლევართა კლუბს და მის ხელმძღვანელს თინათინ დორეულს ასეთი საინტერესო კონფერენციის ჩატარებისათვის.
