სკოლა პოლიგლოტმა უმასპინძლა კომპანია GWP-ს წარმომადგენელს მარიამ მარკოზაშვილს, რომელმაც მე-8 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია თემაზე: ,,წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“.
კომპანიის წარმომადგენელმა შესაბამისი ვიზუალური და საინფორმაციო მასალებით აუხსნა რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე. რა მნიშვნელობა აქვს წყალზე, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსზე ზრუნვას, თითოეული ჩვენგანისთვის და გარემოსთვის.
ლექციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ითამაშეს პროექტის ფარგლებში მომზადებული საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში, რათა სახალისო და შემოქმედებითი კიდევ უფრო მეტად დამახსოვრებოდათ მიღებული ინფორმაცია.
შეხვედრის ბოლოს კი მოსწავლეები დასაჩუქრდნენ სიმბოლური პრიზებით კომპანიისგან.
სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის GWP-ს საინტერესო აქტივობისათვის და მარიამს მარკოზაშვილს ორგანიზებისათვის.