კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ლიტერატურული კლუბის წევრები გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები, ხელმძღვანელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც ექსკურსიის დასრულების შემდეგ გაეცნენ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას ,,წერე დღიური”.

პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და სად ვხვდებით დღიურის პირველ ნიმუშებს, როგორ და რატომ იწერება დღიური. მოისმინეს ისტორიები აუქციონზე გამოტანილი, ცნობილი ადამიანების მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დღიურების შესახებ.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ-მუზეუმს გულთბილი მასპინძლობისთვის. ასევე, მადლობა ქალბატონ მელანო ჩოკორაიას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.