სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები იმყოფებოდნენ თავისუფალ თეატრში, სადაც დაესწრნენ დათო ტურაშვილის ნაწარმოებ ,,ჯინსების თაობის” სასცენო წარმოდგენას, რომელიც ეძღვნება თვითმფრინავის ბიჭების ტრაგიკულ ისტორიას.
სპექტაკლამდე კლუბის წევრებმა შეისწავლეს და წაიკითხეს აღნიშნული ლიტერატურული ტექსტი, რის შედეგადაც თეატრალური წარმოდგენა მათთვის იქცა არა მხოლოდ ესთეტიკურ გამოცდილებად, არამედ ტექსტის სიღრმისეული გააზრებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობად.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიას საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.


