კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მათემატიკის ღია გაკვეთილი 1-ელ (ბ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ 1-ელ (ბ) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები, თვლა და გროვების ჩხირებით ჩაწერა. ”.

გაკვეთილის მიზანი იყო 10-ის ფარგლებში შეკრება, უცნობი შესაკრების პოვნა, გროვებში საგანთა რაოდენობების შესაბამისი დასახელება და ციფრის ჩაწერა როგორც შესაბამისი რიცხვით, ასევე ჯოხებით.

გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რომელსაც მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს და თავიანთი შესაძლებლობები მშვენივრად წარმოაჩინეს. გაკვეთილის ბოლოს კი წამახალისებელი შეფასებაც დაიმსახურეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო ღია გაკვეთილისათვის.