სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, კედლის გაზეთები, ხოლო დასკვნით ღონისძიებაზე წარმოადგინეს ქართველი პოეტების მიერ მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ლექსები და ცნობილი გამონათქვამები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიას ასეთი მნიშვნელოვანი და თემატური ღონისძიების ჩატარებისათვის.








