კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა,ეს დღე გაერთიანებული ერების ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას შეუერთდა სკოლა ,,პოლიგლოტის” მეხუთე “ა” კლასის მოსწავლეები,მათ კლასის დამრიგებელთან ერთად მოამზადეს პრეზენტაცია, ისაუბრეს,თუ რას გულისხმობს დაუნის სინდრომი, რატომ არის ის დაკავშირებული დაუნის სახელთან, რა განაპირობებს დაუნის სინდრომს და ა.შ. ღონისძიების მიზანი გახლდათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს,ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას, სიყვარულსა და პატივისცემას💝💖💝💝💖