კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-10 კლასი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სკოლა პოლიგლოტის მე-10 კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელ როზა წიკლაურთან ერთად ეწვივნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს.

სტუმრობის უმთავრესი მიზანი იყო დასწრებოდნენ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელსაც სტუდენტები ატარებდნენ ორგანულ მოლეკულებზე. მოსწავლეებს, ასევე, ჩაუტარდათ ლექცია ორგანულ ნივთიერებათა ძირითად ჯგუფებზე, რაც ითვალისწინებდა სკოლის პროგრამულ მასალას.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ღია კარის დღეც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფაკულტეტის თანამედროვე სამედიცინო აპარატურა, ლაბორატორიები, პირველადი დახმარების კაბინეტი, ასევე მიკროსკოპში თავად ნახეს საინტერესო მიკრო პრეპარატები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს ასეთი საინტერესო პროექტის ორგანიზებისათვის, ხოლო ქალბატონ როზას პროექტში ჩართულობისათვის.