კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-11 კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ზურა შუბითიძესთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთში.

მათ მოინახულეს კახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილები, კერძოდ: ბოდბე (წმინდა ნინოს საფლავი), სიღნაღი, ყვარელი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ნეკრესის, გრემის, იყალთოს, ალავერდის მონასტრები, თელავი, ერეკლე მეორეს სასახლე, წინანდალი და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

ექსკურსია იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული შემეცნებითი აქტივობებით.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ზურა შუბითიძეს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის, ხოლო მშობლებს კი აქტიური ჩართულობისათვის.