კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-11 კლასის მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებელ, ნანა ბარიშვილთან და ფიზიკის მასწავლებელ, ციური პაჭკორიასთან ერთად ესტუმრნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს.

მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო-პრაქტიკული ბაზები და შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანს ოლანი გოცირიძეს.

შეხვედრის პირველი ეტაპი ისტორიულ ტურსა და პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმო, ფაკულტეტის კოორდინატორმა და მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა, მოსწავლეებს ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია გააცნო. მეორე ეტაპი კი დაეთმო ლაბორატორიულ ვორკშოფს, რომელსაც მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი შენგელი კიკილაშვილი უძღვებოდა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ასეთი საინტერესო მასპინძლობისათვის. ასევე, მადლობა მასწავლებლებს აქტივობის ორგანიზებისათვის.