სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან: მაია ხუტუნიშვილთან, ანა მუმლაძესა და ანი ჭელიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „ალადინი“.
სპექტაკლი აღმოსავლური ზღაპრის მოტივებზეა შექმნილი და გვიყვება ალადინის საოცარ თავგადასავალს. სპექტაკლმა დაანახა მოსწავლეებს, რომ სიკეთე და გულწრფელობა ყოველთვის იმარჯვებს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.


