სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე წინანდალში – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.
ექსკურსიის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ ქართველი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის – ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მათ მოისმინეს საინტერესო ისტორიები, დაათვალიერეს ისტორიული ექსპონატები და კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა.
ვიზიტის შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, რომელიც იყო გასართობი და შემეცნებითი.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს კალსგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

