სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის დამრიგებელმა მაკა ცენგირაშვილმა დაგეგმა კლასგარეშე გასვლითი აქტივობა გარდენიაში. ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს „ნიადაგის“ თემის შესწავლა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ პრაქტიკულადაც.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარდენიას ბაღი და იქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი მცენარეები, შემდეგ კი სახელოსნოში დაესწრნენ „მწვანე გაკვეთილს“ — შეღებეს ქოთნები, გააფორმეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილები, რომელიც სამახსოვროდ გადაეცათ მათ.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა ცენგირაშვილს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.


