კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-2(გ) კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ მიუზიკლს ,,ურჩხული და ლამაზმანი”.

ეს სპექტაკლი არის უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს; ჯადოს მოხსნა კი მხოლოდ ჭეშმარიტ, ორმხრივ სიყვარულს შეუძლია. პატარებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღეს არაჩვეულებრივი მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვით დახუნძლული სანახაობით.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ სოფო მუმლაძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.