სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასის დამრიგებელმა შორენა მალაციძემ დაგეგმა კლასგარეშე გასვლითი აქტივობა გარდენიაში. ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს „ნიადაგის“ თემის შესწავლა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ პრაქტიკულადაც.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარდენიას ბაღი და იქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი მცენარეები, შემდეგ კი სახელოსნოში დაესწრნენ „მწვანე გაკვეთილს“ — შეღებეს ქოთნები, გააფორმეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილი, რომელიც სამახსოვროდ გადაეცათ.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის შორენა მალაციძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.


