სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ოზის ჯადოქარი”.
ეს არის ამბავი პატარა გოგოზე რომელმაც სიყვარულით, მეგობრობით, ერთგულებით, მიზანდასახულობით შეძლო ბოროტი ჯადოქრის დამარცხება და სახლში დაბრუნება. მოსწავლეები ეზიარნენ თეატრის ხელოვნებას და სასიამოვნო დღე გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ანა მუმლაძესა და მაკა ცენგირაშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის, ხოლო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

