კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

მე-2 (ა) კლასის ღონისძიება – ,,საახალწლო ზღაპარი ჩვენს თეატრში”

სკოლა პოლიგლოტში მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,,საახალწლო ზღაპარი ჩვენს თეატრში”.

ბავშვებმა სხვადასხვა ზღაპრის გმირების როლი მოირგეს. ასევე ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს მაყურებელს დამდეგი 2025 წელი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა მუსიკის პედაგოგ ანი ზაზაშვილს, ულამაზესი დეკორაციების ავტორს, ხელოვნების პედაგოგ სოფიო ლიჩელს და ინგლისური ენის პედაგოგ მარიამ ცაბაძეს გაწეული დახმარებისათვის. აგრეთვე გვინდა გამოვყოთ, მშობლების აქტიური ჩართულობა და გვერდში დგომა.