სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა შორენა მალაციძემ ჩაუტარა საინტერესო შეხვედრა წიგნების შესახებ სკოლის ბიბლიოთეკაში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნადი ფონდი, განსაკუთრებით კი მათთვის განკუთვნილი საბავშვო ლიტერატურა, განიხილეს მათი საყვარელი მოთხრობები და ერთად შეარჩიეს საკითხავი ლიტერატურა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის შორენა მალაციძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

