სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში’’.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს ამბავი წიგნებიდან. ღამის წყვდიადში ბიბლიოთეკის თაროებიდან იღვიძებდნენ პატარა ჭიამაიები, ციცინათელები, სალამურა, ბაია, შვლის ნუკრი, ისინი თავიანთ სატკივარს და სიხარულს უზიარებდნენ მკითხველს.
ეს სპექტაკლი არ იყო მხოლოდ მხატვრული წარმოდგენა, ის იყო ერთგვარი სიმბოლო იმისა,თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნი, აუხსნათ მას, რომ ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების კარადებია, წიგნები გვიყვებიან მრავალი ადამიანის ცხოვრებას და მკითხველს სიბრძნეს მატებენ.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.