სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სოფელ მუხრანში, სადაც მოინახულეს ,,შატო მუხრანი”.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს შატო, სადაც უამრავი სხვადასხვა ზომის ქვევრი, ხის კასრი და ძველი ნივთები, რომელიც ყურძნის დასაწურად გამოიყენებოდა. ასევე, მოინახულეს მუხრანის ციხე გალავანი და ,,კარის ეკლესია”, რომელიც გალავნის შიგნით მდებარეობს.
ექსკურსიის შემდეგ ტრადიციულად მოეწყო პიკნიკი გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.


