კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-3(გ) კლასი გარდენიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-3(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან და ფსიქოლოგ თეა ჯაღიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გარდენიაში.

მოსწავლეებმა “მწვანე გაკვეთილის” ფარგლებში დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცვნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას, მოისმინეს საინტერესო ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილების შესახებ. მწვანე სახელოსნოში გაცრეს და შეაზავეს მიწა, მოხატეს ქოთანები და თავად ჩარგეს ქოთანში ყვავილები, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს შემოქმედებითი გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის.