კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

მე-3 (ა, ბ, გ) და მე-4 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა, ბ, გ) და მე-4 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,წითელკანიანთა ბელადი”.

სპექტაკლი დადგმულია ცნობილი ამერიკელი მწერლის ო’ჰენრის მოთხრობის მიხედვით. მოქმედება მიმდინარეობს სახალისოდ და საინტერესოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ალაბამის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ცხრა წლის ჯონის გაიტაცებენ ავაზაკები, რათა მის მდიდარ მამას ფული გამოსძალონ. ონავარ ბიჭს კი საერთოდ არ სურს სახლში დაბრუნება. თავის გამტაცებლებს ცოცხალ სათამაშოებად აღიქვამს და ,,ინდიელობანას” ეთამაშება.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს ნონა წამალაშვილს, სოფო მუმლაძეს, მარიამ მჭედლიშვილს, მაკა წურწუმიას და თამარ ჯანხოთელს ასეთი მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებისთვის, ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.