სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან, მაკა წურწუმია და მანო ჭანტურიასთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე: ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით.
სცენაზე წარმოდგენილი იყო შვლის ნუკრის დიდი და მტკივნეული ამბავი, რომელიც გვასწავლის სიკეთეს, სიყვარულს, ბუნებაში არსებული ცოცხალი და არაცოცხალი არსებების მოვლა-მოფრთხილებას და სამყაროს ტკივილის დანახვას.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს: მაკა წურწუმიას და მანო ჭანტურიძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის. ასევე, მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.



