კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

მე-3 (ა) კლასის ექსკურსია 2024

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან  ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე – ანანურის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ციხესიმაგრე, მცირე და დიდი გუმბათოვანი ეკლესიები, ასევე კედლებში მოქცეული კოშკები. მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კომპლექსის ისტორიის შესახებ.

დღის ბოლოს მოაწყვეს პიკნიკი და საღამო სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით გაილამაზეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლიერებას გამოხატავს მშობლების სასკოლო აქტივობებში ჩართულობისათვის.