სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მარიამ მჭედლიშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება “საქართველოს მოგზაურები”.
მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს კუთხეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით. მათ დიდი სიყვარულით წარმოადგინეს სამშობლოს წეს-ჩვეულებები და ტრადიციები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ მჭედლიშვილს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის.




