კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-3 (ბ) კლასი ილუზიების მუზეუმსა და პლანეტარიუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მარიამ მჭედლიშვილთან ერთად ესტუმრნენ ილუზიების მუზეუმსა და პლანეტარიუმს.

ილუზიების მუზეუმში ბავშვებმა დაათვალიერეს მრავალი საინტერესო ექსპონატი, რომლებიც ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებასა და კონცენტრაციის უნარს. ასევე მოინახულეს პლანეტარიუმი, სადაც კოსმოსში იმოგზაურეს. გაეცნენ პლანეტებს, ვარსკვლავებსა და სამყაროს შექმნის ისტორიას.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ მჭედლიშვილს საინტერესო გასვლითი აქტივობის ორგანიზებისთვის.