კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-4(ბ) კლასის ექსკურსია 2024

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ბ) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე მარტყოფში.

 მოსწავლეებმა მოინახულეს მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი, ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთაების გუმბათიანი ტაძარი, ნაგებობის ძირში შემორჩენილი საძვალე და ანტონ მარტყოფელის საფლავი.

დღის ბოლოს მოაწყვეს პიკნიკი ბუნებაში, დრო საინტერესოდ გაატარეს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი თამაშებით.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლიერებას გამოხატავს მშობლების მიმართ სასკოლო აქტივობებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის.