კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-4(გ) კლასი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(გ) კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ანა ნიჟარაძესთან და დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად პროექტის ფარგლებში ,,ჩემი მხარე’’ იმყოფებოდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ბავშვებმა მოინახულეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ოდა-სახლები და გაეცნენ მათ ნიშან-თვისებებს. ბავშვებზე ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისინი ვერ მალავდნენ ემოციებს, რადგან ერთად იხილეს საქართველოს ყველა კუთხე.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.