კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

მე-4 (ა) კლასში ფილმის ჩვენება

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან თამარ რიჟამაძესთან ერთად სასკოლო პროექტის ფარგლებში ნახეს ფრანგი მწერლის ჟან ჟიონოს მოთხრობის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“.

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტყის მნიშვნელობა და ტყის გადარჩენისა და ზრუნვის აუცილებლობა, პიროვნების როლი საზოგადოებაში. ფილმის ჩვენების შემდეგ ჯგუფებში დახატეს მთავარი პერსონაჟი, ადამიანი რომელიც იყო მწყემსი და წლების განმავლობაში ზრუნავდა გარემოზე სხვადასხვა ხეების დარგვით. მოცემული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრებას.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.