სკოლა პოლიგლოტის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს ,,ფრთხილად ადამსები”.
მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს, ამოიცნეს მთავარი გმირები და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ნინო ოქრუაშვილს, სოფო დვალიშვილს, გურანდა ხუსკივაძეს, ანა ნიჟარაძესა და თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.




