კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-5(ა) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთში ექსკურსიაზე.

მოსწავლეებმა მოინახულეს რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი, დაათვალიერეს მწერლის საცხოვრებელი სივრცე და ადგილები, სადაც მწერალმა ბავშვობის წლები გაატარე. ასევე ნახეს გურჯაანის ყველაწმინდა – უძველესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მოისმინეს ტაძრის შექმნის ისტორია და იმსჯელეს მის არქიტექტურულ თავისებურებაზე.

დღის ბოლოს კი ესტუმრნენ თევდორაშვილების მარანს, სადაც შემოდგომისათვის დამახასიათებელი აქტივობებით დაკავდნენ: დაკრიფეს და დაწურეს ყურძენი, ამოავლეს ჩურჩხელები, მონაწილეობა მიიღეს კახური შოთის ცხობის მასტერკლასში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო დვალიშვილს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.