სკოლა პოლიგლოტის მე-5(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად, წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება.
ზეიმის თემატიკა იყო მომავლის პროფესიები და კლასელების შეხვედრა სკოლის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ. მოსწავლეებმა სცენაზე განასახიერეს თავიანთი საოცნებო პროფესიები და თვალსაჩინოდ წარმოადგინეს, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს მომავალში.
ღონისძიება დატვირთული იყო ემოციებითა და სითბოთი. ბავშვებმა გაიხსენეს მეგობრობა, საერთო მოგონებები, თავიანთი საკლასო ისტორია. სცენაზე შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, რაც დამატებით ხალისსა და განწყობას მატებდა წარმოდგენას.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ოქრუაშვილს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის, მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავას სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებისათვის, ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.