კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-5 (ა) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან და მათემატიკის მასწავლებელ – ზურა შუბითიძესთან ერთად იმყოფებოდნენ მარტყოფში.

მოსწავლეებმა მოინახულეს მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი: ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთაების გუმბათიანი ტაძარი, ნაგებობის ძირში შემორჩენილი საძვალე და ანტონ მარტყოფელის საფლავი.

ვიზიტის შემდეგ კი მშობლებთან ერთად მოაწყვეს პიკნიკი ბუნებაში, სადაც მათ დრო საინტერესოდ გაატარეს სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი თამაშებით.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.