კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-5 (ბ) კლასის სპექტაკლი ,,მაკნატუნა და თაგვების მეფე’’

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით, თეოდორ ამადეუს ჰოფმანის საშობაო მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი ,,მაკნატუნა და თაგვების მეფე’’ წარმოგვიდგინეს.

შობის ღამეს შტალბაუმების ოჯახში პატარა ფრიცი და მისი და მარი მშობლებისგან ბევრ საჩუქარს იღებენ. ბავშვები გაიცნობენ სხვა სათამაშოს – პატარა მახინჯ კაცს, სახელად მაკნატუნა, რომელმაც იცის როგორ გატეხოს მყარი თხილი. მაკნატუნას შეუძლია დაუბრუნდეს თავის პირვანდელ გარეგნობას, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მან დაამარცხოს თაგვების მეფე და მშვენიერ ქალბატონს შეუყვარდეს. სწორედ მარი ხდება ის მშვენიერი ქალბატონი. მას შემდეგ რაც მაკნატუნა დაამარცხებს თაგვების მეფეს, მარისთან ერთად ჯადოსნურ ქვეყანაში გაემგზავრება. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოირგეს მსახიობის როლი და მაყურებელს შთამბეჭდავი ემოციები აჩუქეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.