კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-6(ა, ბ) კლასების მოსწავლეები SEU-ში

სკოლა პოლიგლოტის მე-6(ა, ბ) კლასების მოსწავლეები, კლასის დამრიგებლებთან: სოფო დვალიშვილთან, ნინო ოქრუაშვილთან და ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, სადაც დაესწრნენ საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის შემეცნებით ლექციას: „მსოფლიოს 7 უძველესი და ახალი საოცრებები“.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია მოისმინეს მსოფლიოს საოცრებებზე, გაეცნენ უძველესი ქვეყნების კულტურასა თუ ისტორიას, იმოგზაურეს ხელოვნების ისტორიაში, მოისმინეს საინტერესო ამბები მსოფლიოს 7 ახალ და უძველეს საოცრებებზე. შემეცნებითი ლექცია იყო ინფორმაციული, ნაყოფიერი და საინტერესო.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო აქტივობისათვის და საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას განსაკუთრებული მასპინძლობისთვის.