კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

მე-6 (ა) კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე

სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე დიდგორის რაიონში.

მოსწავლეებმა მოილოცეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. მოინახულეს წმინდა მამების – მამა გიორგი მხეიძისა და მამა იოანეს საფლავები და წმინდა ნაწილები. ასევე, ესტუმრნენ დიდგორის ბრძოლის მემორიალს.

ვიზიტის შემდეგ კი მშობლებთან ერთად მოაწყვეს პიკნიკი ბუნებაში, სადაც მათ დრო საინტერესოდ გაატარეს სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო დვალიშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.