სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავასთან ერთად იმყოფებოდნენ კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.
ვიზიტის დროს მოსწავლეები გაეცნენ მნიშვნელოვან ფაქტებს კომპოზიტორის ცხოვრებიდან და მოუსმინეს სხვადასხვა მუსიკალურ ფრაგმენტებს მისი შემოქმედებიდან. შეხვედრის ბოლოს კი მუსიკის თანხლებით შეას
რულეს საქართველოს ჰიმნი, რომლის მელოდია ზაქარია ფალიაშვილის საოპერო შემოქმედებას ეკუთვნის.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს გულთბილი მასპინძლობისათვის, ხოლო თამთა ცანავას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.



