სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე დიდგორში.
მოსწავლეებმა ნახეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, წმინდა მამების – მამა გიორგი მხეიძისა და მამა იოანეს საფლავები და წმინდა ნაწილები. ასევე, ესტუმრნენ დიდგორის ბრძოლის მემორიალს.
ვიზიტის შემდეგ კი მშობლებთან ერთად გადაინაცვლეს ნატახტარში, სადაც დრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

