კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-6 (ბ) კლასი კონსერვატორიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც გაიმართა საორგანო მუსიკის კონცერტი, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVll საერთაშორისო ფესტივალის ციკლიდან ,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”.

კონცერტის მასპინძელი, მუსიკოს-შემსრულებელი რომან კრასნოვსკი (უკრაინა/ისრაელი) გახლდათ. საკონცერტო რეპერტუარში წარმოდგენილი იყო ბაროკოს, რომანტიზმისა და თანამედროვე, XX საუკუნის კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავას შემოქმედებითი კლასგარეშე აქტივობის დაგეგმვისათვის.