სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ, ინგლისურის ენის მასწავლებელ ეკატერინე შუბითიძესთან ერთად წარადგინეს სპექტაკლი “მატილდა პატარა საოცრება” ინგლისურ ენაზე.
მატილდა გამორჩეული ინტელექტის მქონე გოგონაა, რომელსაც უყურადღებო მშობლები ჰყავს და სკოლაშიც უხეში დირექტორი ხვდება. თუმცა თავისი გონიერებითა და მეგობრების დახმარებით, ის მათ წინააღმდეგ იბრძოლებს და დაიხსნის თავს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.