კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-6 კლასი საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ეკა შუბითიძესთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU-ში შემეცნებით ლექციაზე: „მსოფლიოს 7 ახალი და უძველესი საოცრება“.

მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია მსოფლიოს საოცრებებზე, გაეცნენ უძველესი ქვეყნების კულტურასა და ისტორიას, იმოგზაურეს ხელოვნების ისტორიაში, მოისმინეს საინტერესო ამბები მსოფლიოს 7 ახალ და უძველეს საოცრებებზე.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქეთევან მაისურაძეს და ეკა შუბითიძეს ასეთი კარგი აქტივობის ორგანიზებისათვის. ასვე განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას ასეთი საინტერესო პროექტის ორგანიზებისათვის.