კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-7(ა) კლასი ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

სასკოლო პროექტის ფარგლებში, მე-7(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან, ერთად ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ და მიიღეს მონაწილეობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაში ,,ვაცოცხლოთ, რომ ვიცოცხლოთ’’.

გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი და მიიღეს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ისინი ასევე ვიზუალური მასალის გამოყენებით გაეცნენ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ პრობლემებს:

✅კლიმატური ცვლილებები – გლობალური დათბობა;

✅გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ბუნებრივი და ხელოვნური კატაკლიზმები;

✅რა ფაქტორები უწყობს ხელს კატაკლიზმებს;

✅დაბინძურებული გარემო – ატმოსფერო და წყალი.

მონაწილეებმა იმსჯელეს არსებული საფრთხეების შესახებ; რა ზიანს აყენებს ადამიანის ქმედება ბუნებრივ გარემოს და როგორია ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

პროგრამის დასასრულს მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს პოსტერები გარემოსდაცვით თემაზე.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ მუზეუმს საინტერესო შეხვედრისთვის, მშობლებს კი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა მელანო ჩოკორაიას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.