კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-7 (ა) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, მელანო ჩოკორაიასთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ყაზბეგში.

ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობების გაცნობა. მოსწავლეებმა ნახეს გუდაურის პანორამული ხედები, გერგეტის სამება, დარიალის ხეობა და სამონასტრო კომპლექსი.

დღის ბოლოს მოსწავლეებმა მოაწყვეს პიკნიკი ფასანაურში, სადაც სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.