კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-8(ა) კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონში, სადაც გაეცნენ საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.

მოსწავლეები ესტუმრნენ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმს, დაათვალიერეს მწერლის საცხოვრებელი სივრცე, მისი პირადი ნივთები, ხელნაწერები და ფოტოები. ასევე, მოინახულეს ერეკლე მეორის სასახლე თელავში, თელავის ისტორიული მუზეუმი, მუზეუმის ეზოში მდებარე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია. ექსკურსიის ბოლოს კი ესტუმრნენ წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, დაათვალიერეს პოეტის საცხოვრებელი გარემო, ისტორიული ბაღი და ღვინის მარანი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიას, ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.