კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-8(ა) კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ახმეტელის თეატრში იმყოფებოდნენ ანა ფრანკის დღიურის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროგრამის ფარგლებში მათ შეისწავლეს ანა ფრანკის დღიური, გააანალიზეს ტექსტის ისტორიული კონტექსტი, ჰოლოკოსტის ტრაგედია და ავტორის შინაგანი სამყაროს სიღრმე. ხოლო თეატრალურმა ინტერპრეტაციამ ემოციურად გააძლიერა ნაწარმოების აღქმა და უფრო თვალსაჩინო გახადა პერსონაჟების შიში, იმედი და შინაგანი ბრძოლა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიას საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.