კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-8(ა) კლასი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

დღეს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასთან ერთად პროექტ “ქართული წიგნისა და პერიოდიკის ისტორიის” ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნისა და პრესის მუზეუმები. მოისმინეს საქართველოში გამოცემული პირველი ნაბეჭდი წიგნების შესახებ ინფორმაცია და პირველი ქართული პერიოდული გამოცემების დაარსების ისტორია.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის საჯარო ბიბლიოთეკას ასეთი საინტერესო პროექტის ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.