სკოლა პოლიგლოტის მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლზე – ,,ვერის უბნის მელოდიები’’.
აღსანიშნავია, რომ თეატრში მოღვაწეობს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მსახიობი გიგა ჯიშკარიანი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეხვდნენ გიგას, გაუზიარეს შთაბეჭდილებები და მის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნაზი ზაალიშვილს კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.
