სკოლა პოლიგლოტის მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ – ნაზი ზაალიშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ – სოფო დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში.
მოსწავლეებს უმასპინძლა სახლ-მუზეუმის დირექტორმა და მწერლის შვილიშვილმა – ნუგზარ ერისთავმა. მათ დაათვალიერეს მწერლის პირადი ნივთები, ფოტო მასალა, სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლების აფიშები. უფრო ახლოს გაეცნენ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას, რომელიც მწერალმა განვლო დახვრეტამდე.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მუზეუმს საინტერესო მასპინძლობისათვის, ხოლო მასწავლებლებს აქტივობის ორგანიზებისათვის.


