სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ნოსტეში მათ მოინახულეს გიორგი სააკაძის ძველი ნასახლარი და ციხე-დარბაზი. ასევე, ნახეს ქვათახევის მონასტერი და გაეცნენ მის ისტორიულ თუ გეოგრაფიულ მდებარეობას. ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ბუნებრივი სილამაზის, კულტურული მემკვიდრეობის და გეოგრაფიული მხარის გაცნობა.
დღის ბოლოს მოეწყო სახალისო და შემეცნებით პიკნიკი, რამაც მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო გოგოლაძეს და ია დორეულს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის. ასევე, მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.